Sunday, April 10, 2016

მე-8 დღე

მერვე დღე - გავაგრძელეთ მუშაობა მე-6 მოდულზე. შევქმენით დამხმარე რესურსი სსსმ საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. ვისწავლეთ Google Drive ში მუშაობა.ავტვირთეთ
Google Drive ში ჩვენი პროექტი და ბლოგზე დავდეთ.

ჩემი პროექტის ა.ს. პუშკინი და მისი მეგობრები პორტფოლიო.

Sunday, April 3, 2016

მე-6 დღე

მე-6 დღეს წავიკითხეთ და ერთმანეთს გაუზიარეთ როგორ შევასრულეთ საშინაო დავალებად მოცემული პროექტის პროცედურები.დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვისწავლეთ ანიმაციების დადება სლაიდ-შოუზე.ვისწავლეთ მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა. შევიტანეთ შესწორებები ჩვენს პროექტში.

Saturday, April 2, 2016

მეხუთე დღე. ვისწავლეთ როგორ აღინიშნოს ჩვენს ბლოგზე მნახველების რაოდენობა.როგორ დაემატოს ახალი გვერდი.ვიმუშავეთ თუ როგორ დავდოთ ბლოგზე ინფორმაცია.მივიღეთ დავალება  გავაანალიზოთ სასწავლო პროექტის პროცედურებზე. . დავიწყეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების მომზადება.მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ  PowerPoint-ში.   

Sunday, March 27, 2016

მეოთხე დღე
ჩვენს პროექტში ავტვირთეთ მიმართულებების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. ვიმუშავეთ მე-2 მოდულის მე-3 აქტივოვობაზე. შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა, ფონების შეცვლა. სურათების ჩასმა.

Pushkin Poslednjaja duel

Saturday, March 26, 2016

მესამე დღე

 შევქმენით მშობლის ბუკლეტი. ვიმუშავეთ მეორე მოდულზე.განვსაზღვრეთ პროექტის სასწავლო მიზნები. ვისწავლეთ მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა. ვიმუშავეთ ჯგუფურად, განვიხილეთ სხვადასხავა ჯგუფის დავალებები.მივიღეთ დავალებად ჩვენი პროექტისათვის შევადგინოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები, რომელიც დამეხმარება ჩემი პროექტის განხორციელებაში.