Sunday, March 27, 2016

მეოთხე დღე
ჩვენს პროექტში ავტვირთეთ მიმართულებების მიმცემი საკვანძო შეკითხვები. ვიმუშავეთ მე-2 მოდულის მე-3 აქტივოვობაზე. შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა. ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა, ფონების შეცვლა. სურათების ჩასმა.

Pushkin Poslednjaja duel

Saturday, March 26, 2016

მესამე დღე

 შევქმენით მშობლის ბუკლეტი. ვიმუშავეთ მეორე მოდულზე.განვსაზღვრეთ პროექტის სასწავლო მიზნები. ვისწავლეთ მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა. ვიმუშავეთ ჯგუფურად, განვიხილეთ სხვადასხავა ჯგუფის დავალებები.მივიღეთ დავალებად ჩვენი პროექტისათვის შევადგინოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები, რომელიც დამეხმარება ჩემი პროექტის განხორციელებაში.      

Sunday, March 20, 2016

მეორე დღე

დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმით, რომ დავგეგმეთ რა პროექტზე ვიმუშავებთ . მოვისმინეთ კოლეგების პროექტების სათაურები, ჩემი  პროექტის მსჯელობის დროს კოლეგამ საინტერესო იდეა მომაწოდა. ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა შევქმნათ მშობლის ბუკლეტი რომელიც პროექტის დაწყებამდე უნდა შევქმნათ. პრაქტიკულად განვახორციელეთ ბუკლეტის შექმნა. დავალებად მივიღეთ მშობლის ბუკლეტის შექმნა.

Saturday, March 19, 2016

პირველი დღე

თანამედროვედ სწავლების დროს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ვფლობდეთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, სწორედ ეს ტრენინგები ალბათ მომცემს იმ ცოდნასა და უნარებს. რომ შევძლო პროექტების შექმნა და მუშაობა.